დავით მათიკაშვილი: აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ერთიანია

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი ერთიანია, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მათიკაშვილი ბიძინა გეგიძის გადაწვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრები თავის არჩევანში თავისუფლები არიან.
„მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საჭიროდ ჩათვალა, თუმცა საზოგადოებამ ისიც ნახა, რომ სიითი უმრავლესობა გადაწყვეტილების მომხრე იყო. გადაწყვეტილება პოლიტიკური მდგენელისგან თავისუფალია. საგაზაფხულო სესიაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ვინ უხელმძღვანელებს კომიტეტს. რაც შეეხება გეგიძეს, პოლიტიკური პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ერთიანია, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დააკისრა.
მათიკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები