“უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი”

„ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი“, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის არ არის ის ადამიანი, რომელიც მოქალაქეებს ესაუბრება და თან ატყუებს. ბესელიას თქმით, მას არ შეეძლო ტყუილის თქმა, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და პოსტი დატოვა.
„ეს არის საქართველოს პარალამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი წამომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აიტერესებს ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოქალაქე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ იქნებიან მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან. ამიტომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბალა და რა არის საკითხები, რომელიც კარს მიღმა საზოგადოებასთან, ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს და დიახ, ეს არის ის საკითხები, რომელიც უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ ვის ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ. ეს იმის პასუხად რა არის გუნდურობა და რა შეიძლება იყოს შიგნით სალაპარაკო, რომელიც მე არ მგონია მეშლებოდეს და მესწავლებოდეს და როგორღაც მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არ არის მოკლე პერიოდი ეს არის მთელი 7 წელი, მე მგონია რომ მოვახერხე, ჩემი საჯარო აქტიურობით თუ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მე მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საუბრობს გარეთ შიდა თემებზე, ვინც ჭორაობს ან ვინც ახმოვანებს იმას რაც არ არის გასახმოვანებელი, მაგრამ არც ის ადამიანი არ ვარ, რომელიც მოქალაქეებს და საკუთარ ხალხს ესაუბრება და ატყუებს. მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, ვთქვი ის რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ზოგიერთ კოლეგასა თუ თანაგუნდელს არ მოეწონა, ამის მიუხედავად მე ვთვლი, რომ როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი მიდის თანამდებობიდან მან არ უნდა მოატყუოს საკუთარი მოქალაქე და უნდა უთხრას სიმართლე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მინდოდა რომ ეს შედეგი დამდგარიყო პირველ ეტაპზე, მე როგორ იურიდიული კომიტეტის თავმჯოდმარეს უნდა მომეწვია სხდომა და უნდა ჩამეტარებინა სხდომა ამ სიის განხილვის მიზნით და მე ეს არ გავაკეთე, ამის ფასი იყო ის რა გადაწყვეტყილებაც მივიღე და ის ამათ ღირდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები