ბათუმში, მე-11 სართულიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ქალი გადმოვარდა. 43 წლის ქალი ადგილზევე დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები