“საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ სახელმწიფო დროშა და ამ გზით საკადრისი პატივი მივაგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის”

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანო ზარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს 14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე, ეროვნულ დღესასწაულად ვაქციოთ:
“14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნაში, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ ან აღვმართოთ სახელმწიფო დროშა და ამ გზით საკადრისი პატივი მივაგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოს.
სამწუხაროდ, დღემდე დროშა აღიქმება, როგორც დემონსტრაციებისა და გამოსვლების სიმბოლოდ, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით კი ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად, როგორც ეს ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება.
აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა აქტიურად იმუშავა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე და დღეს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე.
კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ყველას შევუერთდეთ საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოწოდებას, სახელმწიფო დროშის გამოფენასთან დაკავშირებით და ვაქციოთ ეს დღე ნამდვილ ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად”, -აცხადებს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები