მეუფე იოსები: ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას

შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს.
მიტროპოლიტის მილოცვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს,რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – აღნიშნავს მეუფე იოსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები