“დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ორგანული კანონი ძალიან მაღალ სტანდარტს შემოიტანს იმისთვის, რომ კრიტერიუმები არ იყოს სუბიექტური და ინტერპრეტირებადი.
“არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარკვეულ სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს. ეს გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებისა და დაინტერესებული ექსპერტების მონაწილეობას. ეს საკმაოდ ფართო ფორმატი არსებობს და ამ ფორმატში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ეს იქნება ორგანული კანონი, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს შემოიტანს იმისთვის, რომ კრიტერიუმები არ იყოს სუბიექტური და ინტერპრეტირებადი. რისკი იმისა, რომ იგივე კანდიდატები კვლავ მოხვდნენ სიაში, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კრიტერიუმები არის ერთი ეტაპი, სადაც მოხდება სამართლიანი შერჩევა და მეორე არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი კონკრეტული კანდიდატების მიმართ. ამ შემთხვევაში, ეს იქნება დაბალანსებული და მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები