პრემიერის გადაწყვეტილებით, ხვალიდან მოსახლეობა “ტამიფლუს” უფასოდ მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქისთვის რომელსაც აღნიშნული მედიკამენტი დასჭირდება უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა შესაბამისი რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არსებული ვითარების გათვალისწინებით გასცა.
მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი.

პროცესში ჩართვის შეთავაზება გაუკეთდებათ სააფთიაქო ქსელებსაც. მარაგები, რომლებიც მათ კომერციული რეალიზაციისთვის შეიძინეს (3000 კოლოფი) სამინისტრო გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ მათ შესასყიდ ფასად. აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
საქართველოს მოსახლეობას “ტამიფლუს” მიღება რეცეპტის საფუძველზე უფასოდ ხვალიდან შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები