ლევან გოგიჩაიშვილი: არ ვიცი, რა იგულისხმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “ამბოხებულ დეპუტატებში”, სჯობს განმარტონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მისმა კოლეგებმა უნდა განმარტონ, თუ რა იგულისხმება “ამბოხებულ დეპუტატებში”.
მისივე თქმით, ვისაც მათი აზრი არ აინტერესებს, შეუძლიათ, ჩინჩალაძის და მიქაუტაძის აზრები ისმინონ.
„მე არ ვიცი, რას გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“ და უმჯობესი იქნება განმარტონ. თუ ამაში იმ ადამიანებს გულისხმობენ, ვინც ვერ ხედავს სასამართლოს მომავალს ჩინჩალაძესთან, გვრიტიშვილთან და სხვებთან ერთად, მათ შეუძლიათ, მოისმინონ მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის აზრები და დაეთანხმონ. ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, მათ შეუძლიათ, მოისმინონ ჩინჩალაძის და მიქაუტაძის აზრები”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო „ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები