ნიკოლოზ მეტრეველი: ივანიშვილს გეგმა აქვს სასამართლოს გაჯანსაღების, რომელიც თანხვედრაში იქნება დასავლელი პარტნიორების პოზიციასთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალური ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, როგორც ჩანს, პარტიის ლიდერს ნამდვილად აქვს საკუთარი გეგმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების.
“ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებიდან რამდენიმე მარტივი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ:
1. გამოჩნდა, რომ პარტიის ლიდერი აბსოლუტურად ადეკვატურია და მტკიცედ დგას არსებული გამოწვევების წინაშე.
2. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილს აქვს საკუთარი გეგმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების, რომელიც თანხვედრაში იქნება ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების პოზიციასთან ამ საკითხში.
განცხადება იყო ცალსახა გზავნილი – სასამართლო რეფორმა წავა სწორი გზით, ამ თემაზე იაფფასიანი სპეკულაციები აზრს კარგავს”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები