გიორგი კახიანი: ჩვენს რიგებში არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა

ჩვენს რიგებში არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კაჭრეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებიან.
კახიანი იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის მსჯელობის საჭიროება არც დადგება.
„საუბარია იმაზე, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დაადგენს კრიტერიუმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენა სასამართლოში. ეს მოხდება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ კონკრეტულ მოსამართლეებზე. უმრავლესობის რიგებში არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული ეკას ქმედებებზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი არ დადგება“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები