სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში სტეფანე ხირსელის ხსენების დღე აღინიშნა

9 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სტეფანე ხირსელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთია.
ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ ტიბაანის სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო მსახურება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ლაზარემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ღამისთევით აღავლინეს.
სადღესასწაულო წირვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი მერიის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები