თბილისის N15 საჯარო ბაგა-ბაღში წყალარინების ქსელი იცვლება

დიდუბის რაიონში მდებარე N15 საჯარო ბაგა-ბაღში წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მილების შეცვლის პარალელურად, საკომუნიკაციო ჭებიც მონტაჟდება.
სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.
„ამორტიზებული წყალარინების სისტემა N15 ბაგა-ბაღისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რადგან მისი რეაბილიტაცია 1963 წლის შემდეგ, ანუ შენობის აშენების შემდეგ, არ მომხდარა. კონტრაქტორი სრული დატვირთვით მუშაობს, რათა სამუშაოები სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე დასრულდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ბაგა-ბაღს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, – განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.
წყალარინების სისტემის შეცვლის შემდეგ გზის საფარიც აღდგება. პროექტის ღირებულება 45 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები