ავღანეთში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, ჰოსტის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 23 კი – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “Tolo News”, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰოსტის პროვინციაში დღეს ამოქმედდა. დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიანი მოსახლეობაა.
თვითმხილველების თქმით, ასაფეთქებელი მოტოციკლის ქვეშ იყო დამონტაჟებული.