პეკინში მამაკაცი მცირეწლოვნებს ჩაქუჩით დაესხა თავს, დაშავებულია 20 ბავშვი
პეკინში მამაკაცი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს თავს ჩაქუჩით დაესხა. უცნობი პირი სასწავლო დაწესებულების ტექნიკური თანამშრომელი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ სიჩენის რაიონული გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც აღმოჩნდა, მას თანამშრომლობის კონტრაქტი არ გაუგრძელეს და მან ბრაზი ბავშვებზე გამოხატა. წინასწარი ინფორმაციით, 49 წლის ჩინელი გვარად ცზია სკოლის მოსწავლეებს დღეს დილით, 11 საათზე დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად, 20 მოსწავლე დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.