გურჯაანის რაიონის ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა
2018 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისაგან, გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან, გამაგრდა საძირკველი, ხელახლა მოეწყო კარნიზები შირიმის ქვით, გადაეწყო სუსტი და გამოქარული ნაწილები, აღდგა საპირე წყობა, აღდგა კონქი და კამარა შერჩეული რიყის ქვით, სახურავზე დაიგო ღარიანი კრამიტი, მოეწყო იატაკი ქართული აგურით.
შემსრულებელი – შპს “სამანი”, დირექტორი: ნოდარ მინდორაშვილი.