აღსრულების ეროვნული ბიურო ყველაზე კომუნიკაბელურ საჯარო უწყებად დასახელდა
აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო ინსტიტუციებს შორის ყველაზე კომუნიკაბელურ უწყებად დასახელდა.
როგორც „კვირას“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, წლის ნომინანტები და ნომინაციები ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკუთარი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ნომინაციები იმ საჯარო უწყებებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს გადაეცათ, რომელთაც პროფესიული ვალდებულებები პირნათლად შეასრულეს.
ორგანიზაციის ანგარიში და დაჯილდოების ცერემონია 2014 წლიდან იმართება.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც საზოგადოებრივი მაღალინდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.