ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ კონსულტაციები დაწყებულია და მისი კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მის კანდიდატურას განიხილავს. 

დეპუტატის განცხადებით, გუნდში საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

“ქართულ ოცნებაში” გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა და პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს“,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დეპუტატი გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ფოფხაძემ აღნიშნა, რომ მას მოსამართლეთა სიის წარდგენის დღეს არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ დაურეკეს და კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ფოფხაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მისთვის არავის დაურეკავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები