თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინი, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაღვრის ქუჩის მაცხოვრებლებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.