ირაკლი კობახიძე: გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი – გუნდურობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონი გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა –  ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით,   ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას.

„აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდაგამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია და ამ ორი მიზეზის გამოიქნა ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაკომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყოინფორმაციის არ ქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონიეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ესგადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლიაუფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოებისწინაშე. რაც შეეხებ გედევან ფოფხაძის თანამდებობიდანწასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყომიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ან თუპოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკურისპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემიმოწოდება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები