„ძალიან კარგი პრაქტიკა დავნერგეთ – კარგია, როცა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად ვხვდებით“
ძალიან კარგი პრაქტიკა დავნერგეთ – კარგია, როცა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად ვხვდებით და შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ შეიქმნას თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემო, ხელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან კარგი პრაქტიკა დავნერგეთ – კარგია, როცა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად ვხვდებით და შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პოზიციები. თანამშრომლობის ეს ფორმატი შესაძლებლობას მაძლევს პირდაპირ თქვენგან მივიღოთ ინფორმაცია ყველა იმ სირთულის შესახებ, რომლის წინაშეც დგას დღეს ბიზნესი, აგრეთვე მოვისმინო როგორ ხედავთ თქვენ პრობლემების გადაჭრის გზებს. ჩვენ საშუალება გვაქვს გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები, შევაფასოთ ის ცვლილებები, რომლებიც უკვე განხორციელდა, და დავსახოთ სამომავლო გეგმები.
კარგად მესმის, იმისათვის, რომ შეიქმნას თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემო, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენს შორის დაწყებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. გასული პერიოდის განმავლობაში, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებსაც უკვე მოჰყვა პირველი კონკრეტული შედეგები, პერსპექტივა კი გაცილებით დიდია“,-განაცხადა პრემიერმა.