თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. თბილისის მერიის ინფრომაციით, 3 იანვარს, 14:00 საათზე, მაკნატუნების მარში გაიმართება, შემდეგ – ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი, უფრო გვიან კი – ნიკა წერეთლისა & ჯგუფ “ელარჯის”, ასევე Young Georgian Lolitaz-ის კონცერტის მოსმენა შეუძლია მსურველს.
13 იანვარს, მსმენელის წინაშე წარდგება ნინო ქათამაძე ახალი საახალწლო პროგრამით.
3 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
16:30 ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი
19:00 ნიკა წერეთელი & ჯგუფი “ელარჯი” – კონცერტი
21:00 Young Georgian Lolitaz – კონცერტი
4 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ბზიკების სტუდია (საბავშვო კონცერტი)
16:00 ეროვნული სასახლის ანსამბლი “მზიური” – დუბ დრაივი
21:00 რადიო – ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი
5 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ეროვნული სასახლის გაერთიანებული კონცერტი
18:00 პროექტი – “ მოგზაურობა წიგნებში“
21:00 გიორგი ცაგარელი / SvanSikh – კონცერტი
22:00 დიჯეი
6 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 პროექტი – “ მოგზაურობა წიგნებში“
17:00 ჟოზეს შოუ
21:00 საშობაო სიმღერის გალაკონცერტი
22:00 დიჯეი
7 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ჟოზეს შოუ (4 სთ)
17:00 მოძრაობის თეატრი
21:00 ქართული მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”
13 იანვარი
21:00 ნინო ქათამაძე – ახალი საახალწლო პროგრამა