გურჯაანში მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში, სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ  ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის სავალი ნაწილიდან გადადიოდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები