თელავში პიროტექნიკამ ორ ადამიანს ხელის მტევნები დაუზიანა

თელავში პიროტექნიკამ ორ ზრდასრულ ადამიანს ხელის მტევნები დაუზიანა. როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, რომ არა მიკროქირურგის ​დროული რეაგირება, შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ამპუტაციის საჭიროება დამდგარიყო.
მისივე თქმით, პაციენტების ამ დროისთვის თბილისში არიან გადაყვანილები.
„ხელის მტევნების დაზიანებით ორმა ზრდასრულმა ადამიანმა მოგვმართა. პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცია. ქალს უფრო მეტად ჰქონდა მტევანი დაზიანებული. ორივე მათგანი საჭიროებდა მიკროქირურგთან კონსულტაციას და მათი თბილისში გაგზავნა გახდა საჭირო. დაზიანებები საკმაოდ სერიოზული იყო და მიკროქირურგის დროული ჩარევა რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, ამპუტაციის საჭიროება დამდგარიყო“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები