იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი წელი მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა. 8-სულიანი ოჯახი რეგიონის მასშტაბით ერთ–ერთია, რომელსაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს. ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 1000 ქულით არის შეფასებული.
მხარის რწმუნებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მრავალსულიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ასევე 3 მცირეწლოვან ბავშვს საჩუქრები მიუტანა.
პერევის შემდეგ შავლეგო ტაბატაძე სამტრედიის სოფელ გორმაღალში ჩავიდა და სკოლამდელი დაწესებულების 4 აღსაზრდელს საჩუქრები ჩაუტანა. ბავშვებმა საკუთარი სურვილების შესახებ იმერეთის რწმუნებულს ერთი თვის წინ უამბეს, როდესაც მხარის პირველი პირი სოფელში არსებული ბაღის მდგომარეობას ეცნობოდა. აღნიშნულi დაწესებულება მცირეკონტიგენტიანია და აქ მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები