დღეიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა

2019 წლის პირველი იანვრიდან  ყველა მშობელი და მეურვე ვალდებულია თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა ნოემბერში დაამტკიცა. საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეისთვის, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია.

თუმცა, ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები