სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები პირველი იანვრიდან გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ 

2019 წლის პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ. დღემდე  მოქმედი წესით, თუ სოციალურად დაუცველთა ოჯახში არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, თითო ბავშვზე დამატებით კიდევ 10 ლარს იღებენ. პირველი იანვრიდან კი, 10 ლარი 16 წლამდე ბავშვებისთვის 50 ლარამდე იზრდება.

საუბარია 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსების 10-დან 50-ლარამდე გაზრდა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაზეა დაფუძნებული. გამოქვეყნებული კვლევიდან გაირკვა, რომ საქართველოში 143 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია. მათი გარკვეული ნაწილი შიმშილს განიცდის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები