სალომე ზურაბიშვილმა ახალი წელი სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალი, 2019 წელი სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა, სადაც თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება და მათი საქმიანობის მნიშვნელობა.

სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა განხორციელდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციაზე და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები