ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო “რედისონში” ბიზნესმენებს ხვდება. შეხვედრაში ბიზეს სექტორის 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი წარმომადგენელი მონაწილეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა , გიორგი გახარიამ განუცხადა, მსგავსი შეხვედრების რეგულარულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს არის მეორე შეხვედრა პრემიერსა და ბიზნესმენებს შორის. პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ ასეთი შეხვედრები იქნებოდა რეგულარული, იქნებოდნენ ახალი სახეები, მოხდებოდა კომპანიების და მათი წარმომადგენლების როტაცია. კომუნიკაცია სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის სისტემურ ხასიათს იღებს, რაც უმნიშვნელოვანესია”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები