„ბასტი ბუბუს“ დიდი საახალწლო მეჯლისი გაიმართება

29 დეკემბერს, 16:00 და 19:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ბასტი ბუბუს“ დიდი საახალწლო მეჯლისი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მეჯლისის მთავარი მონაწილეები არიან: ბაბილინა, ბასტი და ბუბუ, დიჯეი კოტე, რეჟისორი გოგიჩა და მის კამერა სონიკი, დოდები, დუჩე, ჩარლი, ლაიქი და ვოლი,  BBB აკადემია, ფერიების სკოლა, მრავალი ელისი და „ბასტი ბუბუს“ სტუდია.
„BBB არხი ელისის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას გვპირდება.  და რაც მთავარია თქვენ, ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, აირჩიე კოსტიუმი  ან აქსესუარი და თავად გახდი მეჯლისის მონაწილე“, – ასე ეპატიჟებიან მაყურებელს მეჯლისის ორგანიზატორები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მითითებულ ლინკზე – http://bit.ly/2E8iKtB ან ფილარმონიის სალაროში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები