თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლი – პირველად ქართული თეატრის სცენაზე ანტონ ჩეხოვის “დუელი” დაიდგმება

27, 30 დეკემბერს და 5,6 იანვარს, სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა.
როგორც „კვირას“ სამეფო უბნის თეატრიდან აცნობეს,  პირველად ქართული თეატრის სცენა ანტონ ჩეხოვის „დუელს” დაეთმობა. სპექტაკლს თემურ ჩხეიძე დადგამს.
რეჟისორი – თემურ ჩხეიძე; თარგმანი და ინსცენირება – თამაზ გოდერძიშვილი; მხატვარი – გიორგი – ალექსი მესხიშვილი; მხატვრის ასისტენტი – ელისაბედ ჭიჭინაძე; მუსიკა – მერი ბეროშვილი; ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე; ტექნიკური რეჟსორი – მარიამ სახლთხუციშვილი.
როლებში – ქეთა შათირიშვილი, ლილი ხურითი, თორნიკე გოგრიჭიანი, ნიკა თავაძე, ალეკო მახარობლიშვილი, გიორგი რაზმაძე, ლევან სარალიძე, ივა ქიმერიძე, გიორგი შარვაშიძე, გაგა შიშინაშვილი, ბექა ხაჩიძე, დავით ხურცილავა.
1891 წელს დაწერილ მოთხრობაში მოქმედება კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ხდება. იმპერიის ცენტრიდან პერიფერიაში გამოქცეული საყვარლების, ნადეჟდა ფიოდოროვნასა და ლაევსკის ისტორიით ჩეხოვი თითქოს უპირისპირდება ტოლსტოის “ანა კარენინას” – პასუხისმგებლობის, მორალისა და ღირსების საკითხები აქ სულ სხვაგვარადაა წარმოჩენილი.
“შენი და ჩემი ღმერთი ერთია, ღმერთი ყველას ერთი ჰყავს, ოღონდ, ადამიანები არიან სხვადასხვანაირი. გინდ რუსი იყო, გინდა – თურქი ან ინგლისელი – სხვადასხვა ხალხი ბევრია, ღმერთი კი – ერთი! რად ბრაზობ? შენ მღვდელი ხარ, მე – მუსულმანი, შენ მეუბნები – მშიაო, მე პურს გაჭმევ… მხოლოდ მდიდარი არჩევს, რომელი ღმერთი ვისია, შენი თუ ჩემი. ღარიბისთვის კი სულ ერთია.”
თემურ ჩხეიძის მრავალწლიან შემოქმედებაში “დუელი” ჩეხოვის ტექსტის პირველი დადგმაა.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და ონლაინსაიტზე: biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები