მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორული ანსამბლების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება
26 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ფოლკლორული ანსამბლების (ხელმძღვანელი თემურ ქევხიშვილი) წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „დარიალი“, „ალიონი“, „რტონი“, „კესანე“, „საუნჯე“ და „მარულა“.