ერაყში შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა
ერაყის მთავრობამ ქვეყანაში შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქრისტეს შობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. რომაულ-კათოლიკური ეკლესია შობას გრიგორიანული კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს.
“ერაყის მთავრობამ შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა. ბედნიერ შობას ვუსურვებთ ყველა ჩვენს ქრისტიან მოქალაქეს, ყველა ერაყელს და ყველას, ვინც შობას მთელ მსოფლიოში აღნიშნავს”, – ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.