ქაბულში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში, სამთავრობო სახლზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია 43 ადამიანი, კიდევ 10 დაშავებულია. მომხდარის შესახებ ტელეარხი Tolo News-ი იუწყება.
თავდაპირველად, ინფორმაცია 28 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. ორშაბათს ქაბულში საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტოს შენობასთან სამი აფეთქება მოხდა.
თავდამსხმელები სროლით შევიდნენ შენობის ტერიტორიაზე და ხალხი მძევლად აიყვანეს.
მოგვიანებით, ტელეარხის ინფორმაციით, ძალოვანებმა სამთავრობო შენობა გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის შედეგად სამი დამნაშავე ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები