რუსეთის ბაზარზე გარკვეული სახის ქართული პროდუქციის შეტანა 26 მაისიდან აღდგება
რუსეთის ბაზარზე გარკვეული სახის ქართული პროდუქციის შეტანა 26 მაისიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (“როსსელხოზნადზორი”) ავრცელებს.
“როსსელხოზნადზორის” ცნობით, რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე აღდგება ახალი ქართული კარტოფილის შეტანა იმ პირობით, თუ პროდუქცია გარეცხილი და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება.