პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება.  კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000 ყუთი კინოფირის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდა.
დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ესტუმრნენ და საარქივო მასალები დაათვალიერეს.
პროექტი გულისხმობს სტუდია „მემატიანეს“ არქივიდან კინოფირების (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას.
შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საგანგებო კომისია:
ზურა მაღალაშვილი – კინოცენტრის დირექტორი;
გიორგი კალანდია – ხელოვნების სასახლის დირექტორი;
ნინო ძანძავა – ეროვნული არქივის წარმომადგენელი;
ვერა ნიკოლაძე – ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები