შსს-მ დეპუტატის მანქანის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, თელავში, დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმის და დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურეობრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში საპროტესტო აქციის დროს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები