ჯან ფრანკო როსის დოკუმენტური ფილმის „ცეცხლი ზღვაში“ ჩვენება გაიმართება
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“ ჯან ფრანკო როსის დოკუმენტური ფილმის „ცეცხლი ზღვაში“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მომხსენებლები:
ანნა ძიაპშიპა – რეჟისორი, დოკუმენტალისტი – ისაუბრებს დოკუმენტურ კინოში, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებისა და გამოწვევების ასახვის შესახებ;
შოთა თხელიძე – საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი – ისაუბრებს ევროპაში მიგრაციის კრიზისზე;
მოდერატორი – ნენო ქავთარაძე – კინოკრიტიკოსი.
ჩვენება იმართება კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა”. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.
იტალიის სამხრეთ სანაპიროდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე კუნძული ლამპედუსა ის ერთ-ერთი დანიშნულების ადგილია, რომელსაც, ევროპაში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ასობით და ათასობით მიგრანტი მოაწყდა.
რეჟისორი გარკვეული დროით გადასახლდა ხმელთაშუაზღვის ამ კუნძულზე, რათა შეესწავლა და აღეწერა კუნძულის ისტორია, კულტურა და იქ მცხოვრები 6 000 მოსახლის ყოველდღიური ცხოვრება, მაშინ როცა ყოველ კვირა კუნძული მიგრანტების ახლა-ახალ ნაკადებს იღებდა. დოკუმენტური ფილმი 12 წლის ადგილობრივი ბიჭის – სამუელის გარშემო ვითარდება, რომელსაც უყვარს შურდულით ნადირობა და ხმელეთზე სეირნობა, მიუხედავად იმისა, რომ კულტურა, რომლიდანაც ის მოდის, მთელი არსით ზღვის წიაღიდან მოდის. აღსანიშნავია, რომ ფილმმა 2017 წელს გამართულ რიგით 66-ე „ბერლინალეზე“ მთავარი პრიზი მოიპოვა.
ჩვენება გაიმართება Impact Hub Tbilisi („ფაბრიკა“).
მის: ეგნატე ნინოშვილის 8.