გიგი თევზაძის წიგნის წარდგენა გაიმართება

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“,  გიგი თევზაძის წიგნის პრეზენტაცია შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნში „სხვა ისტორია“ თავმოყრილია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი სტატიები, რომლებსაც ერთი მიდგომა აერთიანებს: თითოეული სტატია საქართველოს ისტორიის არაკანონიკურ ვერსიას გვიყვება.
„ამ წიგნის ძირითადი მიზანი და იდეაა, მკითხველს არა „სხვა სიმართლე“, არამედ სხვა განხილვის და სხვა მსჯელობის წესი შესთავაზოს, რომელიც, მიღებულ და უკვე უმსჯელობად ქცეული დებულებების და ამბების მიმართ გამოყენებისას, სრულიად განსხვავებულ სამყაროს, ღირებულებებს და განვითარების ორიენტირებს წარმოშობს“.
წიგნს თავად ავტორი, გიგი თევზაძე წარადგენს.

მის: სანქტ-პეტერბურგის 12.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები