გიორგი კეკელიძე კარლსრუესა და შტუტგარტში გერმანულ ენაზე გამოცემულ „თომას ზღაპრებს“ წარადგენს

გერმანიაში ქართული ლიტერატურული ღონისძიებები გრძელდება.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გიორგი კეკელიძე კარლსრუესა და შტუტგარტში გერმანულ ენაზე გამოცემულ „თომას ზღაპრებს“ წარადგენს.
წიგნის პრეზენტაცია კარლსრუეში ლიტერატურულ სივრცეში pop-Up-Store 20 დეკემბერს შედგა, შტუტგარტში კი, ნელის თეატრში,  წიგნის წარდგენა 22 დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები” გამომცემლობა Lauinger Verlag-ის მიერ გერმანიაში წლეულს გამოიცა, ტექსტი გერმანულ ენაზე ნანა კვარაცხელიამ თარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები