როგორ წავაკითხოთ შვილს წიგნი? – გურამ მეგრელიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

21 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მწერალი გურამ მეგრელიშვილი წაიკითხავს ლექციას: „როგორ წავაკითხოთ შვილს წიგნი?“
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექცია თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
წიგნიერების პრობლემა ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა. ბავშვები ცოტას კითხულობენ და ხშირად ამის მიზეზი სრულიად ბანალურია.
ჯერ სკოლაში, ამჟამად კი აზროვნების აკადემიაში ბავშვებთან მუშაობისას მწერალმა შეიმუშავა საკუთარი მეთოდი, როგორ უნდა მივიყვანოთ არამკითხველი ბავშვი წიგნთან. ლექციის დროს გურამ მეგრელიშვილი ამ მეთოდოლოგიის შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში საკუთარ გამოცდილებას გააცნობს მსმენელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები