საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 070 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 5000 ლარს აღემატება“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები