ეროვნული ბიბლიოთეკა რიგით მე-2 არქეოლოგიურ საანგარიშო სესიას მასპინძლობს
19-21 დეკემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა რიგით მე-2 არქეოლოგიურ საანგარიშო სესიას მასპინძლობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისა და დაზვერვითი სამუშაოების ანგარიშებს 3 -დღიანი ფორუმის მსვლელობისას აუდიტორიას 80 -მდე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი წარუდგენს.
2018 წელს სააგენტოს მიერ 95 არქეოლოგიურ ობიექტზე გაიცა არქეოლოგიური სამუშაოებისა და სამეცნიერო კვლევის სანებართვო მოწმობა, რომლიდანაც 29 ობიექტის კვლევითი პროცესი უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით წარიმართა. არქეოლოგიური ექსპედიციების დაფინანსების კუთხით სახელმწიფო უწყების მიერ განვლილ წელს 655 ათასი ლარი გამოიყო, რაც სახელმწიფო დაფინანსების კუთხით განვლილ 3 ათწლეულის უპრეცედენტო მოცულობის თანხაა.