თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

21-23 დეკემბერს  თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს, მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელის. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები