საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი „ვალსები” გაიმართება
23 დეკემბერს, 14 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება და ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი მუსიკალური ხელოვნების ცენტრის ლ. ნიქაბაძის საავტორო სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს – „ვალსებს“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს 6-დან 15 წლის ასაკამდე თორმეტი პიანისტი.
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.