შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევასა და თევზის რესურსების შეფასებას, სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევასა და თევზის რესურსების შეფასებას, პირველად საქართველოს ისტორიაში სამეცნიერო კვლევითი გემი  განახორციელებს.

სამეცნიერო გემზე მომუშავე უცხოელ მეცნიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება.

სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს შავ ზღვაში თევზების  კვოტირების განსაზღვრას, სწორ სარეწაო პროგნოზირებას და  მეთევზეობის განვითარებას.

აკუსტიკური კვლევით თევზების რაოდენობის განსაზღვრა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სპეციალიზებული, სამეცნიერო-კვლევითი გემის და თანამედროვე აღჭურვიობის საშუალებით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი ახორციელებდა და ჩატარებული კვლევებით სრულყოფილი არ იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რესურსების შეფასების კორექტურობაზე და შესაბამისად დარგის მართვის ეფექტურობაზე.

სამეცნიერო კვლევით გემზე უცხოელ მეცნიერებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტები კვლევებს ერთობლივად განახორციელებენ.

კვლევა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის blacksea4fish-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები