შსს კახეთში ოპოზიციის აქციის მონაწილის დაშავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში, სოფელ ველისციხეში ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს დაშავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს შ.დ-ს, აქციის დროს დიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.
უწყების ცნობით, შ.დ-ს მიმართ ძალადობაში მონაწილე ორი პირი დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.
პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები