საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაზში დაპირისპირება და ხმაური ატყდა.
მსჯავრდებულ დავით იაშვილის შვილმა, დაზარალებულ მხარეს, კერძოდ რობაქიძის ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გაურკვეველი საგანი ესროლა.
რასაც ბუტა რობაქიძის მამის მხრიდან საპასუხოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
სამართალდამცველებმა შს სამინისტროს უკვე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნის დავით იაშვილის შვილი სასამართლოს შენობაში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები