სოსო რობაქიძე: გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქ

„გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქ რა…“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.
სოსო რობაქიძე მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
გარეწრები წავიდნენ ციხეში და ჩალპნენ იქ რა… მაქსიმუმი მისცა მოსამართლემ რაც შეიძლებოდა მიეცათ, ახლა ვნახოთ მეორე საქმე დაიწყება მალე და ალბათ იმათაც, მაგრამ ზოგი ჩინოვნიკია დღეს, ზოგიც ყოფილი ჩინოვნიკია, ძალიან იმ ხალხსაც დაედება ბორკილეები თქვენს თვაწლინ ეს მოხდება მაქსიმუმ ერთ წელიწადში“, – განაცხადა რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ. ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, სასამართლომ გააანალიზა მტკიცებულებები და მივიდა იმ აზრამდე, რომ ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება.
„განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 332-ე მუხლით და განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ დონაძე დამნაშავედაა ცნობილი 332-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზურაბ მიქაძე – 5 წლითა და 3 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა, მან ბრალი აღიარა.
შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტება ედებოდათ ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთ წელზე მეტია, განიხილებოდა.
ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები