ბუტა რობაქიძის საქმეზე დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ (ვიდეო)

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, სასამართლომ გაანალიზა მტკიცებულებები და მივიდა იმ აზრამდე, რომ ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება.
„განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია 332 მუხლით – 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ დონაძე დამნაშავედ სსკ-ის 332 მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზურაბ მიქაძე 5 წლით და 3 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდა ცნობილი. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა. ბუტა რობაქიძე თბილიში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები