ნათია მეზვრიშვილი: ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში

„ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს – არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – ამის შესახებ შინაქგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გუშინ ველისციხეში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი უკვე იდენტიფიცირებულია.
„ჩვენ, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად ვსწავლობდით ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას, აბსოლუტურად ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა, იმისთვის რომ თითოეული ამ ქმედებისთვის მიგვეცა სამართლებრივი შეფასება. დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივი შეფასება მოხდებოდა და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. გარკვეული პირები ჩვენ უკვე დავაიდენტიფიცირეთ. მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება საგამოძიებო ორგანოში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ზოგის მიმართ, იქ სადაც სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გუშინ, იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რასაც საზოგადოება კარგად ხედავდა – ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციის ტექნიკის დაზიანებას, პარლამენტის წევრზე თავდასხმას, მუქარებს ანუ საკმაოდ ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ამ დანაშაულებრივი ფაქტების ჩამდენები. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს პროცესები აი ასე, დღეს, ეტაპობრივად, დღის განმავლობაში წარიმართება ისევე როგორც სხვა, ანუ რა დროც დაგვჭირდება საგამოძიებო მოქმედებებისთვის“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები